მთავარი ჩვენს შესახებ ბრენდის ისტორია კოლექციები სასტუმროს ნომრის ავეჯი სასტუმროს ლობი რესტორნის ავეჯი სასტუმროს თეთრეული სარესტორნო ჭურჭელი ავეჯი ვილებისთვის სამზარეულოს ავეჯი რბილი ავეჯი საძილე კოლექცია შოპი კონტაქტი
01
დახვეწილობა
ყოველი დეტალი გააზრებულია. შემთხვევითი არაფერია. სიზუსტეში ცხოვრობს ლუქსი.
02
განზრახვა
ვქმნით მიზნით. სივრცეები, რომლებსაც აქვს მნიშვნელობა, არა მხოლოდ ტენდენცია.
03
მდგრადობა
შექმნილია გამძლეობისთვის — ესთეტიკურად და ფიზიკურად. დროებითობის წინააღმდეგ.
ყველას ნახვა
Hotel Lobby
კოლექცია
სასტუმროს ლობი
→
Restaurant
კოლექცია
რესტორნის ავეჯი
→
Villa
კოლექცია
ავეჯი ვილებისთვის
→
Hotel Room
კოლექცია
სასტუმროს ნომრის ავეჯი
→
Soft Furniture
კოლექცია
რბილი ავეჯი
→
MELINI Atelier
ჩვენს შესახებ

კომპანია „მელინი“ სპეციალიზებულია პრემიუმ კლასის სივრცეების ავეჯით მოწყობაზე.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო გიგანტ საწარმოებთან, რომლებიც პროდუქციას ევროპული ბაზრისთვის ამზადებენ.

ჩვენი მომსახურება ეფუძნება დიზაინის შექმნას ან/და შეთანხმებას, საჩვენებელი ნიმუშის დამზადებას, ტრანსპორტირებას, საგარანტიო ინსტალაციას.

ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ დეტალზე, რათა თქვენ მიიღოთ უმაღლესი კლასის კომფორტი და მზა შედეგი.



მიმართულებები:

B2B:
სასტუმროები: ლობის, საძინებლის, რესტორნისა და გარე ზონის სრული აღჭურვა.

სამუშაო სივრცეები: თანამედროვე, ფუნქციური და პრემიუმ კლასის ოფისებისა და საერთო სამუშაო სივრცეების მოწყობა.

ექსკლუზიური დიზაინი: იტალიელი პარტნიორი დიზაინერების კოლექციების წარმოება იტალიასა და ჩინეთში.

HoReCa მომარაგება: უმაღლესი ხარისხის თეთრეულით, აქსესუარებით და სარესტორნო ჭურჭლით უზრუნველყოფა.

კონცეფციური რესტორნები: წამყვანი იტალიური ბრენდების შემოყვანა და სივრცეების მათი ფილოსოფიით მოწყობა.



B2C:
ვილების, აგარაკებისა და ბინების ნებისმიერი ზონის სრული, ან ნაწილობრივი აღჭურვა უმაღლესი სტანდარტის ავეჯით: სამზარეულო, საძინებელი, მისაღები, საგარდერობო სივრცე, გარე ავეჯი და სხვა.

შეუზღუდავი არჩევანი: ევროპული ხარისხის ავეჯი, მათ შორის მსოფლიო წამყვანი ბრენდების უმაღლესი კლასის ანალოგები, ან ინდივიდუალური იტალიური დიზაინი.

„მელინი“ - ეს არის შეუზღუდავი შესაძლებლობები დიზაინში, გლობალური წარმოების მასშტაბი და ევროპული ხარისხის გარანტია თქვენს სივრცეში.

Melini
Give space meaning

🇨🇳
ჩინური წარმოება
ავეჯი იქმნება ჩინეთის წამყვანი მწარმოებლის საწარმოში, რომელიც სპეციალიზირებულია ფრანგული ბაზრისთვის განკუთვნილ პრემიუმ ავეჯზე.
🇮🇹
იტალიური დიზაინი და წარმოება
კოლექციები იქმნება იტალიაში, MELINI-ს იტალიურ პარტნიორ საწარმოში, ცნობილი დიზაინერების მიერ — სპეციალურად ქართული ბაზრისთვის.
Helen Melini
MELINI — სივრცე, რომელსაც
სული აქვს…

ზოგი ოჯახი შვილებს ხელობას ან პროფესიას გადასცემს. მელინების ოჯახმა კი შვილებს, განსაკუთრებით ჰელენს, რომელიც ბავშვობიდანვე ესთეტიკური ხედვით გამოირჩეოდა, გაცილებით ძვირფასი რამ, სივრცის შეგრძნება აჩუქა.

უკვე 35 წელია, რაც მელინების ოჯახი საფრანგეთში დასახლდა, იქ, სადაც სიმშვიდე, არქიტექტურა და ცხოვრების ფრანგული ხელოვნება (Art de vivre) ერთმანეთს ერწყმის. სწორედ ამ გარემოში დაიბადა და გაიზარდა ჰელენი.

თინეიჯერმა გოგონამ უკვე ზუსტად იცოდა, რომ ოთახი არ არის უბრალოდ იატაკი, კედელი და ჭერი. მისთვის სივრცე ყოველთვის იყო განწყობა, ხასიათი და ცოცხალი პიროვნება. მამის სახლში ყოველი ავეჯის ნაჭერი თავის ამბავს ყვებოდა, დედის დახვეწილი გემოვნება კი სახლს სიმშვიდითა და სითბოთი ავსებდა.

ჰელენმა მთელი თავისი ბავშვობა ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის სამყაროში გაატარა. ოჯახთან ერთად მოგზაურობამ ევროპის საუკეთესო კულტურულ ცენტრებში, საფრანგეთის მყუდრო რეგიონებიდან, მილანის მაღალ მოდასა და ბარსელონას თამამ არქიტექტურამდე, ჩამოუყალიბა გემოვნება, რომელიც დღეს MELINI-ის ფილოსოფიას განსაზღვრავს.

საქართველო - მისი ოჯახის სამშობლო, ქვეყანა, რომელსაც საფრანგეთიდან ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით „სახლს" ეძახდნენ ახალი, თანამედროვე ეპოქის ზღვარზე იყო. ჰელენმა თავისი ახალგაზრდული მაქსიმალიზმითა და ევროპული ხედვით იგრძნო, რომ საქართველოში დადგა დრო, სივრცეებს მიეღოთ ახალი ენა: დახვეწილი, პერსონალური, ემოციური და მაღალი სტანდარტის.

სწორედ ასე დაიბადა MELINI — 35-წლიანი ოჯახური ტრადიციის, ფრანგული დახვეწილობისა და ახალგაზრდა ქალის თამამი ხედვის შერწყმით.

MELINI დღეს მხოლოდ ავეჯი არ არის. ეს არის ფილოსოფია, რომლის ცენტრშიც ადამიანი, მისი კომფორტი და მის გარშემო შექმნილი ჰარმონიული სივრცე დგას.

ყველა კოლექცია
Hotel Room
კოლექცია
სასტუმროს ნომრის ავეჯი
→
Hotel Lobby
კოლექცია
სასტუმროს ლობი
→
Restaurant
კოლექცია
რესტორნის ავეჯი
→
Linen
კოლექცია
სასტუმროს თეთრეული
→
Tableware
კოლექცია
სარესტორნო ჭურჭელი
→
Villa
კოლექცია
ავეჯი ვილებისთვის
→
Kitchen
კოლექცია
სამზარეულოს ავეჯი
→
Soft Furniture
კოლექცია
რბილი ავეჯი
→
Sleep
კოლექცია
საძილე კოლექცია
→
კოლექცია
შეთავაზების მოთხოვნა
პრემიუმ ავეჯი
ვისაუბროთ
თქვენს სივრცეზე
თბილისის ოფისი
თბილისი, ა. ისაკიანის ქ. 4
საფრანგეთის ოფისი
Melini SAS
La Route Nord, 76360 Bouville/France
ვებ-საიტი